img1


ბრიტანეთის პოლიციამ შაბათს, პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე, დაახლოებით 425 ადამიანი დააკავა.

ბრიტანეთის პოლიციამ შაბათს, პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე, დაახლოებით 425 ადამიანი დააკავა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ეს პროპალესტინური ქსელის (Palestine Action) მხარდამჭერთა დაკავებების მორიგი ტალღაა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მთავრობამ პალესტინის მომხრეთა ჯგუფი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და აკრძალა.

 

Palestine Action-ი, რომელიც ასევე ებრძვის ისრაელთან კავშირში მყოფ ბრიტანულ თავდაცვის კომპანიებს, ბრიტანეთის მთავრობას ადანაშაულებს ღაზაში ისრაელის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში თანამონაწილეობაში.

 

"ბოლო კვირების განმავლობაში, პოლიციამ ანტიტერორისტული კანონმდებლობის საფუძველზე, Palestine Action-ის ასობით მხარდამჭერი დააკავა, მათ შორის, გასულ თვეში, მხოლოდ ერთ დღეში, დააკავეს 500-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმეტესობაც 60 წელს არის გადაცილებული", - წერს Reuters-ი.