img1


ნიკა გვარამიას მიმართვა ბიზნესმენსა და "მთავარი არხის" ერთ-ერთ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს:

"მინდა მივმართო მთავარი არხის დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს: ზაზა, თუ მართლა ვცდები და შენი ( ჩემთვის აუხსნელი) ქმედებებით არხის პარალიზება ბიძინას თამაში არაა და უბრალოდ ბრაზით გამოწვეული გაუგებრობაა, შეგიძლია ახლა უმარტივესად დაამტკიცო ეს - მიეცი არხს შეუფერხებლად ფუნქციონირების და მაუწყებლობის აღდგენის შესაძლებლობა. ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ჩავეხსნათ „მთავარს“ ყველა დამფუძნებელი და არხის კოლექტივმა თავად გადაწყვიტოს რას და როგორ გააკეთებს. თუ ეს მხოლოდ წყენებია და არა ბიძინას გეგმა, სამშობლოს რომ გადავარჩენთ, მერე გავარჩიოთ ჩვენს შორის ( ყველას ვგულისხმობ, მარტო ჩვენ ორს არა) გაუგებრობები. ახლა დავდგეთ პირადზე მაღლა, რადგან ცოტა რამ თუა ახლა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც გავლენებისგან თავისუფალი „მთავარი არხი“, რომელიც 24/7 ზე მხოლოდ პროტესტის სამსახურში იდგება".