img1


რიმა ბერაძე - როგორ უნდა დეგრადირდე ადამიანი ისე, რომ ასეთი დიაგნოზის ქვეშ მყოფ ადამიანს, მიუთითო ნაადრევ დამარცხებაზე, რომელიც მხოლოდ უფლის გადასაწყვეტია

დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გვჭირდება ერთმანეთის გვერდით დგომა. კიბო მხოლოდ ერთი ადამიანის ბრძოლა არ არის – ეს არის ოჯახის, მეგობრებისა და მთელი საზოგადოების საერთო ამოცანა

 

მე ვიცი, რას ნიშნავს ამ ომში ყოფნა. ეს ჩემმა ოჯახმა გამოიარა ამ დროს, ადამიანს ყველაზე მეტად, ფსიქოლოგიური და მორალური გამხნევება სჭირდება. რაც სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის, უცნობი აღმოჩნდა. 

 

როგორ უნდა დეგრადირდე ადამიანი ისე, რომ ასეთი დიაგნოზის ქვეშ მყოფ ადამიანს, მიუთითო ნაადრევ დამარცხებაზე, რომელიც მხოლოდ უფლის გადასაწყვეტია. სადამდე შეიძლება დავიდეს ადამიანის სიბოროტე და როგორი უსაზღვრო შეიძლება იყოს მისი ბოროტი ფანტაზია...

 

ჩემი მხარდაჭერა, ჩემს მეგობარ - Beka Odisharia

- წერს რიმა ბერაძე