პირველად, შვიდი წლის განმავლობაში, ჩინეთის დელეგაცია ევროპარლამენტს ეწვევა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, შეხვედრა შესაძლოა ოქტომბრის შუა რიცხვებში ან ნოემბრის დასაწყისში შედგეს, მაისში გაიმართება ევროპარლამენტარების ვიზიტი ჩინეთშიც. მოლაპარაკებების მთავარი საკითხები იქნება იქნება რუსეთის ომი უკრაინაში, ვაჭრობა, გაეროს როლი საერთაშორისო დღის წესრიგში და ადამიანის უფლებები.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოლო მსგავსი შეხვედრა 2018 წლის მაისში პეკინში გაიმართა. ჩინეთსა და ევროპარლამენტს შორის დიალოგი პანდემიის გამო, 2021 წელს შეწყდა შემდეგ კი ჩინეთმა ევროკავშირის დეპუტატებს სანქციები დაუწესა. საპასუხოდ, ევროპარლამენტმაც აკრძალა ნებისმიერი ოფიციალური კონტაქტი.
POLITICO წერს, რომ აპრილში, ორმხრივი სანქციების მოხსნის შემდეგ, გაიხსნა გზა პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის.სტატიაში აღნიშნულია, რომ ივლისში, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა პეკინში ჩავიდნენ, სადაც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს და პრემიერ ლი ციანს შეხვდნენ და 50-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები აღნიშნეს.
2025-09-02
2025-09-02
2025-09-01
2025-09-01
2025-09-01
2025-08-31
2025-08-30
2025-08-30
2025-08-29
2025-08-29