შევხვდებით მე-20 არხზე სრულიად საქართველოსთვის!
მინდა სასიხარულო ინფორმაცია გაცნობოთ , დღეიდან ,,ჯორჯიან თაიმსი ,, ჩართულია სრულიად საქართველოზე მულტიფლექსის სისტემით, ანუ ნებისმიერ სოფელსა და ქალაქში შეგიძლიათ საკაბელო ტელევიზიების გარეშეც , თავისუფლად მუდმივად უყუროთ , ჯორჯიან თაიმსის საინტერესო გადაცემებს
მე-20 არხზე დიჯიტალტვზე და სტერეოპლიუსზე
მაშ ასე , მალე ახალი დიდი სტუდიით თქვენ საშუალება გექნებათ , ყოველ საღამოს 8 საათზე , იხილოთ დიდი პოლიტიკური გადაცემა სადაც ჯტ ს პოლიტიკური კლუბის წევრების გარდა , მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის ავტორიტეტული ექსპერტები, პოლტოლოგები, აკადემიკოსები, პროფესორები!
ყოველდღე, შაბათ კვირის გარდა ,
დილის გადაცემის შემდეგ ,სადაც ბიზნესისა და საზოგადო ცხოვრების აქტუალური თემები გაშუქდება12. საათზე დაიწყება ერთი დაიგივე დროს
რეალური პოლიტიკა 1.40 წუთიანი გადაცემა
ორშაბათი-დავით ქართველიშვილი
სამშაბათი - სოსო მანჯავიძე
ოთხშაბათი- ირაკლი გოგავა
ხუთშაბათი - ჯონდი ბაღათურია
პარასკევი - გოგა ხაინდრავა
ხოლო 14.00 წუთზე ყოველდღე პაატა ლომთათიძე და ნინო ხაჩიძე შემოგთავაზებენ , რეალურ აქცენტებს
16.00 ია დანელიას რეალურ აქცენტებს იხილავთ ასევე სამშაბათს მამუკა არეშიძის საავტორო გადაცემას
18.00 ეკა სეხნიაშვილის დროულ დიალოგს
ხოლო 20.00 წუთზე კვირაში ორჯერ ან სამჯერ რეალურ პოლიტიკის 2.30 წუთიან გადაცემას
ჯტს პოლიტიკური კლუბის ექსპერტების მონაწილეობით
შუალედებში იქნება ,,საქართველოს ისტორიის გაკვეთილები,, რეალური პოლიტიკა ინტერვიუს სახით და პოლიტიკური და გეოპოლიტიკური დოკუმენტური ფილმები
ამ ყველეფარს ვიწყებთ 15 სექტემბრიდან
ეს არის ის რაც ჩვენ თქვენთვის უშურველად შეგვიძლია გავაკეთოთ , გავაკეთოთ საქართველოსათვის და არა რომელიმე პარტიისათვის ან პოლიტიკური ჯგუფისათვის
გაუმარჯოს ერთიან, სუვერენულ, დამოუკიდებელ საქართველოს, რომელსაც ექნება ღირსეული თავისუფალი მომავალი ვინმეს ან რამეს დიქტატის გარეშე და ჩვენ ყველაფერ ამას შეუწყობთ ჩვენი მართალი სიტყვით ხელს!
- წერს მალხაზ გულაშვილი
2025-09-02
2025-09-02
2025-09-01
2025-09-01
2025-09-01
2025-08-31
2025-08-30
2025-08-30
2025-08-29
2025-08-29