img1


ამ კონტექსტში, მე სრულად ვეთანხმები მამუკა მდინარაძის სიტყვებს: „დამხობა“ ვერასოდეს იქნება მშვიდობიანი. ის, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს საზოგადოებას სწორედ ქაოსისკენ უბიძგებს, და ამას სახელმწიფო კანონის ძალით უპასუხებს - ირაკლი ჯანყარაშვილი

მამუკა მდინარაძის განცხადება,

 „დამხობა და მშვიდობა ერთმანეთს გამორიცხავს“, არის არა მხოლოდ ზუსტი პოლიტიკური დეფინიცია, არამედ სახელმწიფოს დაცვის პრინციპული პოზიცია. სწორედ ისეთი როგორც უნდა ჰქონდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს!

 

დემოკრატიული ქვეყნის საფუძველი არის მშვიდობიანი ცვლილება არჩევნები, დისკუსია, პოლიტიკურ არენაზე იდეების შეჯახება. ყველაფერი, რაც ამ ფარგლებს სცდება და „დამხობის“ სახელს ატარებს, თავისთავად გულისხმობს დესტრუქციას, დაპირისპირებას და ძალადობას. „მშვიდობიანი დამხობა“ უბრალოდ ცარიელი ფრაზაა, ლოგიკურადაც და პრაქტიკულადაც შეუძლებელი, მითუფრო ასეთ სავალალო დღეში მყოფი ოპო-აგენტურისთვის!

 

დღეს, როდესაც ოპოზიცია ქართული საზოგადოების წინაშე მხოლოდ დესტრუქციულ მოწოდებებს ახმოვანებს და მათი ერთადერთი „სტრატეგია" ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლაა, ასეთ პირობებში სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ის ინსტიტუტი, რომელსაც ეკისრება უმძიმესი, მაგრამ სასიცოცხლო მისია დაიცვას სახელმწიფოს სტაბილურობა, უზრუნველყოს მშვიდობა და შექმნას განვითარების გარანტიები. ვინ თუ არა ეს უწყება უნდა გაუმკლავდეს იმ საფრთხეებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით და გარეთ

ერთნაირად დგას.

 

მამუკა მდინარაძის გზავნილი სწორედ ამიტომ უნდა მივიღოთ სერიოზულ სიგნალად: ეს არის გაფრთხილება, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მშვიდობა და კონსტიტუციური წესრიგი. და თუ ვინმე ცდილობს რევოლუციურ ან დესტრუქციულ დღის წესრიგის გატარებას, მას უნდა ესმოდეს, რომ მისი კანონის წინაშე პასუხისგება გარდაუვალ მოცემულობად დადგება.

 

ამ კონტექსტში, მე სრულად ვეთანხმები მამუკა მდინარაძის სიტყვებს: „დამხობა“ ვერასოდეს იქნება მშვიდობიანი. ის, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს საზოგადოებას სწორედ ქაოსისკენ უბიძგებს, და ამას სახელმწიფო კანონის ძალით უპასუხებს.

 

- ირაკლი ჯანყარაშვილი