img1


გერმანელმა პოლიციელებმა დემონსტრაციის დროს დაკავებულ ირლანდიელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ბერლინში ირლანდიელს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა მას შემდეგ, რაც ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ჟურნალისტების დაღუპვის გამო გამართული საპროტესტო აქციის დროს, გერმანიის პოლიციამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დააკავა.

 

ინციდენტმა ამ შაბათ-კვირას დუბლინსა და დერიში საპროტესტო აქციები გამოიწვია. ირლანდიის ელჩმა გერმანიაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან საუბრისას მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

 

გამოცემა The Irish Times-ის მიერ მოპოვებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ დემონსტრაციის დროს, პოლიციელმა ორჯერ დაარტყა სახეში 25 წლის დუბლინელ კიტი ო'ბრაიენს. კერიში გამოსვლისას, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მიხაელ მარტინმა განაცხადა, რომ ის „ღრმად შეშფოთებულია“ იმით, რაც ნახა და რომ ასეთი თავდასხმა „მიუღებელია“.