img1


ტრამპმა ვენესუელას სანაპიროებზე ათასობით ჯარისკაცი და ათეულობით საზღვაო ხომალდი გაგზავნა და შესაძლოა პრეზიდენტი მადურო ჩამოაგდოს, - Axios

ოფიციალური მიზეზი ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლაა, თუმცა ვაშინგტონი არ მალავს იმ ფაქტს, რომ ეს შეიძლება ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ ოპერაციად გადაიქცეს, რომლისთვისაც აშშ-მ 50 მილიონი დოლარის ჯილდო დანიშნა და რომელიც ნარკოკარტელის ხელმძღვანელად ითვლება.

დაფიქსირებულია 7 სამხედრო ხომალდის გადაადგილება, მათ შორის სამი გამანადგურებელი Tomahawk-ის რაკეტებით, Ticonderoga-ს კლასის კრეისერი და თავდასხმის წყალქვეშა ნავი.

 

ოპერაციაში დაახლოებით 4500 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 2200 საზღვაო ქვეითი მონაწილეობს.

ადმინისტრაცია სხვადასხვა სცენარს განიხილავს: გემების ჩაჭრიდან და ჩაძირვიდან დაწყებული, კოკაინის წარმოების ჯუნგლებში საჰაერო დარტყმებით დამთავრებული და მადუროს ფიზიკური განადგურების ვარიანტიც კი.

კარაკასში ასეთ ქმედებებს „ტერორისტულ თავდასხმას და რეჟიმის შეცვლის მცდელობას“ უწოდებენ. კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ კი მხარი დაუჭირა მადუროს და განაცხადა, რომ „მზის კარტელი“ (ვენესუელის ხელმძღვანელობაში არსებული სამხედრო-კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც აშშ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებს) ულტრამემარჯვენეების გამოგონებაა არასასურველი მთავრობების დასამხობად.

Axios-ის თანახმად, ვაშინგტონის მთავარი მიზანია მადუროს გადადგომის იძულება ან სამხედროების იძულება, ჯილდოს სანაცვლოდ მისი თანამდებობიდან გადაყენებისკენ.